- არისტოტელე
- • (ძვ. წ. 384-322), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336 არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს, ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას.• (ძვ. წ. 384-322) დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, განათლება მიიღო ათენში, პლატონის სკოლაში. არისტოტელე დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოსა და სამართლის პრობლემებს.Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
Georgian encyclopedia. 2013.